გადია - საოჯახო პერსონალის დასაქმების კომპანია საქართველოში!

საოჯახო პერსონალის დასაქმების კომპანია "გადია" 2008 წლიდან ასაქმებს კადრებს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. 

ძიძა გჭირდებათ? იქნებ ოჯახის დამხმარეს ან მოხუცის მომვლელს ეძებთ?

სააგენტო "გადია" ყველაზე კვალიფიციურ, გამოცდილ და სანდო კადრებს გთავაზობთ. 

დაგვიკავშირდით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ვაკანსიასთან დაკავშირებით და მაქსიმუმ 2 დღეში თქვენი სურვილი შესრულებული იქნება.

ჩვენ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად ვუდგებით. ჩვენთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. 

მადლობა, რომ ჩვენ საიტს ესტუმრეთ


დასაქმება გსურთ? მიჰყევით ჩვენი კიბის             საფეხურებს !




სიახლეები

უკვე სააგენტო "გადია"-ს ოფისები ქუთაისსა და ბათუმში



ყურადღება! ყურადღება!
გაიხსნა სააგენტო "გადია"-ს ოფისები ქუთაისსა და ბათუმში.
მის: ქუთაისი, აღმაშენებლის # 127
ბათუმი, ლუკა ასათიანის # 2.
სამუშაო საათები: ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. 
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ 577107025



სააგენტო "გადია" ძიძების კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო ტრეინინგებს გთავაზობთ 


ტრეინინგები თბილისში, ბარნოვის # 82-ში 22 აგვისტოდან დაიწყება. ადგილები შეზღუდულია, არა უმეტეს 20 მსმენელისა. ტრეინინგი ჩატარდება 1 კვირის განმავლობაში. ხანგრძლივობა დღეში 3 აკადემიური საათი. ტრეინინგ-კურსი ჩატარდება კვალიფიციური პედაგოგების მიერ შემდეგი მიმართულებით:
• სამართლებრივი ტრეინინგი; შრომითი კანონმდებლობის და ბავშვთა უფლებების გაცნობა (ძიძის შემთხვევაში);
• ფსიქოლოგიური ტრეინინგი;
• ტრეინინგი ანიმატორის მონაწილეობით ბავშვებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად (ძიძის შემთხვევაში);
• სამედიცინო ტრეინინგი -პედიატრიის კუთხით (ძიძის შემთხვევაში);
• ტრეინინგი პირველადი დახმარების საკითხებში მედდის ხელმძღვანელობით(ძიძის, მოხუცის მომვლელის, ოჯახში დამხმარეს შემთხვევაში);
• ქცევისა და ეთიკის ნორმები;
• ლოგოპედის ტრეინინგი

ტრეინინგის დასრულების შემდეგ გავლილ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება 2 ეტაპიანი (წერითი, ზეპირი) გამოცდა. გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

აუცილებელი მოთხოვნა: ტრეინინგზე დაიშვებიან მხოლოდ ის მონაწილეები, რომელთაც სააგენტო "გადია"-ს მხრიდან სურთ დასაქმება.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელ ფოსტაზე contact@gadia.ge ან სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდზე saagento gadia. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე 577107025.



პირველად საქართველოში, შეიქმნა "ძიძების დამსაქმებელი სააგენტოების ასოციაცია", სადაც ერთიანდება 4 დასაქმების კომპანია: „გადია“, „აღმზრდელი“, „დამხმარე“, "მზრუნველი".


ასოციაციის და მასში გაწევრიანებული სააგენტოების მიზანია:

  • ერთობლივად მოხდეს ყველა იმ პრობლემების დაძლევა და გადაჭრა, რომლიც ეხება ოჯახის დამხმარე პერსონალის დასაქმებას
  • მოვახდინოთ როგორც დამქირავებლების, ისე დასასაქმებლების ინტერესების დაცვა
  • დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი დასაქმების სფეროები როგორიცაა ძიძა, ოჯახის დამხმარე და მოხუცის მომვლელი, ვაქციოთ ღირსეულ და დასაფასებელ პროფესიად
  • იურისტებთან ერთად ვმუშაობთ ახალი კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება ზემოთხსენებულ პროფესიების დაცვას.




"ძიძების აკადემია"


"ძიძების დამსაქმებელი სააგენტოების ასოციაციის" ინიციატივით შეიქმნა „ძიძების აკადემია“. აკადემიაში მოხდება ძიძად მუშაობის მსურველების დატრენინგება. ტრეინინგ-კურსი ჩატარდება კვალიფიციური პედაგოგების მიერ შემდეგი თემატიკის მიხედვით: პედიატრია, ბავშვთაპირველადი დახმარების გაწევა, ფსიქოლოგია, ლოგოპედია, ადამიანთა და ბავშვთა უფლებებისდამცველი, ანიმატორი.
სამომავლოდ იგეგმება ტრენერების ჩამოყვანა უცხოეთიდან, რომლებიც უკვე დაიწყებენ ძიძების გადამზადებას საერთაშორისო დონეზე.
ტრეინინგი 10 დღიან კურსს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი. ტრეინინგ კურსი უფასოა.



"გადია"-ს ბლოგი

რატომ სააგენტო გადია?

რთულია ენდო დასაქმების კომპანიას, რომლის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებაა, რადგან სწორედ აქედან აქვს ფინანსური შემოსავალი. სამუშაოს მაძიებელთა ბაზის გასაზრდელად დასაქმების კომპანიები ნებისმიერ ადამიანს იღებენ, რადგან მათთვის ყველა კადრი მნიშვნელოვანია. ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა ყველაზე აქტუალურია. ამ ფონზე ალბათ წარმოიდგენთ დასაქმების კომპანიებს რამდენი დასაქმების მსურველი მიმართავს, თუმცა პროფესიონალი ძალიან ცოტაა. შეიძლება ზოგმა ისიც კი თქვას, ძიძას ან დამლაგებელს რა პროფესიონალიზმი უნდაო, მაგრამ დამერწმუნეთ, პროფესიონალიზმი ყველა საქმეში საჭიროა.

საქართველოში უკვე ბევრი დასაქმების კომპანია გამოჩნდა, რომლებიც საოჯახო პერსონალის დასაქმების მიმართულებით მუშაობენ. თუმცა, რამდენად სანდოა მათ მიერ შემოთავაზებული კადრი? ეს ის კითხვაა, რომელსაც დამქირავებელი პირველ რიგში სვამს, რადგან ადამიანი, რომელმაც ოჯახში უნდა იმუშაოს, ოჯახის წევრივით უნდა იყოს. მას საკუთარი შვილი უნდა ჩააბარო, საკუთარი სახლი და ქონება, საკუთარი ჯანმრთელობა უნდა ანდო. აქედან გამომდინარე, საოჯახო პერსონალის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა.

რთულია ენდო კომპანიას, რომელიც შენთვის უცხო კადრს გთავაზობს და გარწმუნებს, რომ მის სანდოობაზე პასუხისმგებელია. სწორედ აღნიშნული პრობლემის გამო ბევრს ურჩევნია ოჯახის დამხმარე პერსონალი საახლობლო წრეში ეძებოს, რადგან თვლის რომ ამ გზით შერჩეული კადრი გაცილებით უფრო სანდოა. თუმცა, არც ამ გზით შერჩეული კადრით ვართ დაზღვეული.

რატომ უნდა შეგვარჩიოთ ჩვენ?

კომპანია „გადია“ 2008 წლიდან ამ სფეროში მუშაობს. ათასობით დამქირავებლის მოთხოვნა აქვს დაკმაყოფილებული და ასევე, ათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული. უმრავლესობა ჩვენი მომსახურებით კმაყოფილია.

ჩვენ ბოლომდე ვზრუნავთ როგორც დამქირავებელზე, ასევე დასასაქმებელ კადრზე. ჩვენი მოვალეობა მათთვის სასურველი პირობების შეთავაზებაა. 

ჩვენ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად ვუდგებით. ოჯახს ვემსახურებით მაშინ, როცა დარწმუნებულები ვართ რომ მისთვის შესაფერისი კადრი გვყავს, სხვა შემთხვევაში ოჯახს თავიდანვე საქმის კურსში ვაყენებთ, რომ მის დახმარებას ვერ ვახერხებთ.

ჩვენთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

რას გულისხმობს გადიასstatus?

  • პერსონალური მომსახურება
  • სპეციალური შემოთავაზებები
  • სტატუს ცენტრი 


პერსონალური მომსახურება 


თქვენ გეყოლებათ პირადი მენეჯერი, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. 

სპეციალური შემოთავაზება 

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა სასურველი კადრი VIP კატალოგიდან შეარჩიოთ.  

სტატუს ცენტრი

"გადია" გთავაზობთ 24/7 უფასო სატელეფონო მომსახურებას, რომელიც გაძლევთ საშუალებას თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დროს სრულყოფილად მიიღოთ.    

დარეკეთ ნომერზე 2 14 33 73 და მოგვაწოდეთ ინფორმაცია

  • დასაქმებასთან დაკავშირებით
  • კადრის აყვანასთან დაკავშირებით                                                                    


გადიასstatus მეტია, ვიდრე ყოველდღიური მომსახურება. როდესაც თქვენ "გადია"-ს მომსახურების კლიენტი ხდებით, გემსახურებით და მომართული ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.

მიიღეთ თქვენზე მორგებული მომსახურება "გადია"-სგან. 



 



















   კონტაქტი

მის: თბილისი: ბარნოვის # 82
                  
ქუთაისი: აღმაშენებლის # 127
             ბათუმი: ლუკა ასათიანის # 2

 

ტელ: (+995) (322 14 33 73)
          (+995) (5771070 25)




E-mail: contact@gadia.ge
 











"გადია" გთავაზობთ ძიძის 11 სახეობას





* ძიძა ახალშობილისთვის (0-დან 1 წლამდე)
* ძიძა აღმზრდელი (1-დან 3 წლამდე)
* აღმზრდელი (3 წლიდან)
* აღმზრდელი უცხოენების ცოდნით (ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, იტალიური ენა)
* ძიძა ტყუპებისთვის
* ძიძა (2 და მეტი აღსაზრდელისთვის)
* ძიძა გამოძახებით
* ძიძა სეზონურად
* ძიძა ღამის
* ძიძა ოჯახში დამხმარის ფუნქციების შეთავსებით
* ძიძა მძღოლის ფუნქციების შეთავსებით
 





 

Car Rent in Tbilisi Naniko
Rentacar Georgia