რატომ მაინცდამაინც სააგენტო?


დღესდღეობით ძიძის აყვანა არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, არამედ ეს აუცილებლობაა. მთავარია ძიძის სწორად შერჩევა, რაც ყველაზე პრობლემური საკითხია.

არსებობს ძიძის მოძებნის რამდენიმე გზა:

1 ნაცნობების მეშვეობით;

2 საინფორმაციო საშუალებებისა და პრესის მეშვეობით;

3 სააგენტოების მეშვეობით.



ვნახოთ თითოეული მათგანი როგორ მიმდინარეობს:


გაჩნდა შვილი და ჩნდება პრობლემა სად ვეძებოთ ძიძა. იწყება ძიების ეტაპი. ყველა ახლობელი ჩართულია და ხდება ყოველ დღე სახლში კასტინგის ჩატარება. მათი სიტყვიერი დახასიათების მიხედვით, ყოველი მათგანი არის სანდო, ჯანმრთელი, მოწესრიგებული, და უამრავი დადებითი თვისებების მქონე. გაოცებისაგან დროს არ ვკარგავთ არჩევანს ვაკეთებთ და იწყება თანამშრომლობა.

პირველი დღე  – არაუშავს......
                                             მეორე დღე – კარგია!!!
                                                                                      მესამე დღე – როგორ გამიმართლაააააა!!!!!


დღეს დღე ემატება თვეს – თვე ბავშვი შეეჩვია ძიძას, შეუყვარდა. თუმცა ეს მოჩვენებითი პერიოდიც გადის და ნელ–ნელა ჩემი აღტაცება ქრება და ჩნდება გაუგებრობები, კონფლიქტები,  ფამილარობა და ძიძის გამოცვლის დროც დგება....

თან ახლობელმა გამომიგზავნა და უხერხულ მდგომარეობაში ვარ... და რაც მთავარია პასუხს ვერაფერზე ვერ ვთხოვ.... ხელშეკრულება არ არსებობს.

შედეგი, – ძიძას ვცვლით. ბავშვის ტირის, ძიძას კითხულობს, მე არ მძინავს.....
 

და ბოლოს, ისევ ძიძის ძიებაში ვარ....


ან კიდევ:

გაჩნდა შვილი და ჩნდება პრობლემა სად ვეძებო ძიძა. თუმცა ამ შემთხვევაში ვიღებ გადაწყვეტილებას არავის რჩევა და დახმრება არ მინდა. გადაწყვეტილება მარტივია მე თვითონ ვიპოვი და მე თვითონ გამოვცდი . ნდობა არც ახლობლების და არ სააგენტოების მიმართ არ გამაჩნია.

მოძებნაც ადვილი აღმოჩნდა! პრესა და ინტერნეტი.

ყველაფერს ვეცნობი და აღტაცებას ვერ ვმალავ. როგორი ძიძა გინდა და რა ფასშიდაც გინდა. რა მაგარიააა!!! თანხასაც დავზოგავ და ბავშვსაც ძალიან კარგად გამიზრდის.

ვეცნობი ყველას ვიბარებ ცოტა გადავიღალე მერე რა მე ხომ ძიძას ვეძებ სანდოს და თან იაფად და აი კიდევ ერთხელ გამიმართლა და შევარჩიე.

თურმე სადა ვარ.... შედეგი არც თუ ისეთი სახარბიელო აღმოჩნდა, ბავშვი ვერ ეგუება!!! სახლიდან რომ გავდივარ ტირის!

ეჭვს კამერით ვამოწმებ, რითაც ვამტკიცებ. დიდი აყალმაყალის შემდეგ ძიძას ვუშვებ.

  კიდევ კარგი დროულად აღმოვაჩინე ეს პრობლემები და ამის შემდეგ ჩემ თავს კითხვა დაუსვი საერთოდ ვიცნობდი? ან როგორ ვენდე სახლში რომ შემოუშვი? კიდევ კარგი არ გამქურდა?

 
დავფიქრდი და მივხვდი ალბათ გამიმართლა რომ უფრო ცუდი არ მოხდა....





და ბოლოს:

გაჩნდა შვილი , გვესაჭიროება ძიძა. ჩნდება კითხვა სად მოვიძიო შემოწმებული, ჯანმრთელი, გაწონასწორებული, მშვიდი, გამოცდილი, სანდო და ძალიან ბევრი დადებითი თვისებების მქონე, სიმპატიური ქალბატონი, რომელიც უნდა გახდეს ჩემი ოჯახის ძიძა, ყოველი შემთხვევისთვის ასეთია ჩემი სურვილი.

ვფიქრობ მარტო მე ვერ მოვახერხებ ასეთი ქალბატონების მოძიებას. მარტივი გადაწყეტილებას ვიღებ 21 საუკუნეში მემგონი მომსხურეობა უნდა იყოს მაღალი დონე. ვუკავშირდები სააგენტოს.

პირველივე კონტაქტი დამაჯერებელი აღმოჩნდა. ძალიან მომეწონა რომ ტელეფონით შეძლეს ჩემი გემოვნების ამოცნობა და თან მომსახურეობაც უფასო ყოფილა, რამაც უკვე დადებითად განმაწყო.

სამი კანდიდატი შემირჩიეს, ჩემი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩემთვის შესაფერის დროსაც მოახერხეს გასაუბრების დანიშნვა.

ვზივარ და ვფიქრობ თუ, რა კარგია მყუდრო გარემოში და საღი გონებით შენი შვილისთვის ძიძის შერჩევა.

ზუსტად ამ ფიქრში ვარ და სააგენტოს წარმომადგენელი მაცნობს მათთან თანამშრომლობის პირობებს.

თურმე, მე შემიძლია დავაკვირდე ძიძას 2 დღის განმავლობაში ოჯახურ პირობებში , თან უფასოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება.

ვეცნობი ხელშეკრულებას, და ვრწმუნდები რომ დაცულია ყველას უფლებები. ხელშეკრულების პირობების შესრულებას აკონტროლებს სააგენტოს ხარისხის კონტროლის მენეჯერი. იგი თვეში ერთხელ ჩემთვის უცნობ დროს გვამოწმებს.

მე სააგენტოს მეშვეობით შევძელი უმცირეს დროში კვალიფიციური ძიძის მოძებნა, და რაც მთავარია ხელშეკრულების ვადაში თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან სააგენტო ყველა დავას და გაუგებრობას მიგვარებს!!!