ტელ.: +995(32)214 33 73
             +995(32)2945616 
               577005118
ფოსტა: contact@gadia.ge
ვებ საიტი: http://gadia.ge
ქართული ენა
ინგლისური ენა

SiteHeart

ძიძა

15 სახეობა

მომვლელები

მოხუცის მომვლელი

მოხუცის კომპანიონი

ავადმყოფის მომვლელი

დასაქმების სააგენტოების ასოციაციის წევრი


სატელეფონო

საიტის რუკა

 

ფისო

ფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა. არა, ფისო, ჯერ არა ვარ შენისთანას მნახველი, ამდენ ძილში, ჩემო კარგო, სულ გაგიტყდა სახელი. იცი, რა თქვეს შენზე გუშინ თემურიმ და გოგიამ? - ასეთ კატას, ჩვენო ნანა, სათაგური სჯობია.

 




 

კრუხი

ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა! ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც, სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისი არ მჯერა.

 




 

ლიმონათი

დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ წამალს ვსვამ და ვყლაპავ მისი ეშხით,მისი ხათრით, თქვენ არ იცით, რა კარგია გაზიანი ლიმონათი.

 




 

ჩოჩორი

ბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე დედიკომ დამაწიწკნა ქოჩორი, ბებიამ კი მიძახა გაუზდელი ჩოჩორი. იმას კი არა ვტირი, რომ დავფხრიწე წიგნები, თურმე რომ გავიზრდები დიდი ვირი ვიქნები.

 




 

ნამი

როდის ჩნდება,იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზეს შეხედავს ერთი წამით და მაშინვე ქრება ნამი.

 




 

სიმღერა საქართველოზე

მოკაშკაშე ცაო, ზღვაო, ლიცლიცაო. დათოვლილო მთაო, მთაო, ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სულ იშრიალეო, საქართველოს მზეო, სულ იგიზგიზეო!

 




 

ზღარბო, ზღარბო, ქაცვია

ზღარბო, ზღარბო, ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს თითები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა. ნეტავ შენი დედიკო როგორ გეალერსება!

 




 

ხელისგულზე

ხელისგულზე - შენ მაჩუქე მზე და მთვარე, ვარსკვლავებიც ზედა! სულ აკვანზე დამიყარე, საყვარელო დედა. ყანა, წყარო, ლურჯი მთები, - რასაც თვალით ვხედავ, მთელ სამშობლოდ მომიძღვენი, საყვარელო დედა. ხელისგულზე ერბო-ვერცხი ვინ შეიწვას ნეტავ, შენს ამაგს ვინ გადაიხდის, საყვარელო დედა.

 




 

საქანელა

ახლა ჩემი ჯერია, ჩამობრძანდი, მელია! გელოდები, ლოდინით გული გადამელია. ეგ რა მეგობრობაა, მარტო შენ რომ ქანაობ, ქანაობა მეც მინდა, დამსვი ხანდახანაო. აბა რა ვქნა, გენაცვა, ძლიერ მინდა ჩამოსვლა, ხომ არ ჩამოვფრინდები, თუ ილომ არ ჩამომსვა! ავქანდი და დავქანდი, ოდელია, დელია! – ულვაშებში იცინის ეშმაკუნა მელია.

 




 

დილა მშვიდობისა

-ჩიტო,ჩიტო,ნაცარა, ვის უგალობ, ვისა? -შენ გიგალობ, პატარავ, დილა მშვიდობისა! -მზეო,მზეო ცხრათვალა, ვის უცინი,ვისა? -გაიღვიძე,პატარავ, დილა მშვიდობისა! -პაწაწინა ყვავილო, რად გაშალე კვირტი? - შენთვის მინდა,პატარავ, აბა დამაკვირდი! -მეც ახლავე ავდგები, მეც დავიბან პირსა, ყველას მივესალმები: დილა მშვიდობისა!

 




 

სიმღერა წიგნზე

ხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხვარი ჩამოატარა. - ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! - სთხოვს მერცხალი პატარას. ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ მთები გადინადირა. ხუთკუნჭულამ გვახარხარა და შვლის ნუკრმა გვატირა. წიგნის მადლით შევიყვარეთ აკაკი და ილია, მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით, ვსვამთ და არ დაილია. შრიალ-შრიალ ფოთლებია, თუ ფიფქები ფანტელა! ფრთხილად შლიან ნინო, ბექა, გია, თამრო, ნათელა... მის ჯადოსნურ სილამაზეს ერთხელ ვინც ეზიარა, ყველამ გულით შეიყვარა წიგნი ფურცლებშრიალა.