ლოგოპედი

როდის უნდა მივმართოთ ლოგოპედს?

გვინდა გამოვყოთ შემთხვევები, როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვსაც კი ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება:

1. ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი რომლის მიხედვითაც დარღვეულია საარტიკულაციო ორგანოების და სხვა ჩონჩხის კუნთების ტონუსი და შეზღუდულია ბავშვის სივრცეში მოძრაობა. მაგ: ცერებრალური დამბლა ან ზურგის კუნთების ატროფია;

2. ბავშვს დასმული აქვს შენელებული ფსიქიური ფუნქციის ან მენტალური დეფიციტის დიაგნოზი.

3. ბავშვი შეზღუდულია უფროსებთან ურთიერთობაში;

4.ბავშვის მეტყველება გაუგებარი მიზეზების ჩამორჩენილია.

5. ბავშვის ერთ–ერთმა მშობელმა გვიან დაიწყო ლაპარაკი ან გააჩნდათ (გააჩნით) მეტყველების დეფექტი. ანუ საქმე გვაქვს მემკვიდრეობითი ფაქტორის გამოხატვასთან.

6. ბავშვს აქვს მზედველობის ან სმენის დარღვევები.

7. პოლიკლინიკის ექიმი ითხოვს ენისქვეშა ლაგამის მოჭრას;

ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა ისეთი ლოგოპედის მოძებნა, რომელიც მუშაობს ადრინდელი ასაკის ბავშვებთან. თუ ბავშვს დასმული აქვს ცერებრალური დამბლის ან ზურგის კუნთების ატროფიის დიაგნოზი, აუცილებელი იქნება ლოგოპედური (მატონიზირებელი, და გამორჩენითი) მასაჟი. თვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ლოგოპედს მასთან კურსის გავლა, რომ შემდგომში თავად გააკეთოთ მასაჟი.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს როგორც წესი აღიზიანებთ, როდესაც ვინმე სახეზე ეხებათ, ამიტომ უმჯობესია მსგავსი პროცედურა თამაშის ნაწილად აქციოთ, რათა ბავშვი პოზიტიურად განაწყოთ ზემოთხსენებული პროცედურის მიმართ.

 

მეტყველება ეს ერთი შეხედვით თითქოს მარტივი ფუნქციაა, მაგრამ თავისთავად ბევრ სირთულეს შეიცავს. ალბათ დამეთანხმებით იგი არც თანდაყოლილ უნარს არ წარმოადგენს და ვითარდება ბავშვის ზრდის პროცესში ფიზიკური და გონებრივი განვითარების პარალელურად, საბოლოოდ კი ადამიანის საერთო განვითარების მაჩვენებელია. სწორად როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყველების განვითარება? როდის და როგორ უნდა დაიწყოს მან ლაპარაკი? როდის უნდა ავნერვიულდეთ და როდის უნდა დაველოდოთ? რომ არ გაგვეპაროს მომენტი,როდესაც ბავშვს სჭირდება თქვენი ან სპეციალისტის დახმარება? ამ და სხვა სახის შეკითხვებს სვამენ ყურადღებიანი მშობლები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი შვლების შემდგომი განვითარება ლოგოპედია ბერძნული სიტყვაა და: logos სიტყვა, peldela-აღზრდა.

სამწუხაროდ არიან ისეთი მშობლები, რომლებიც ფიქრობენ რომ არ ღირს საკუთარი შვილის მეტყველების ფორმირებაში ჩარევა, რომ ბავშვი გაიზრდება და მას ყველაფერი მოუწესრიგდება.ის თავისით ისწავლის გამართულ მეტყველებას(ჩვენ გვასწავლა ვინმემ?) ამბობენ ხშირად. ეს მცდარი მიდგომაა!!!! საუკეთესო გამოსავალია მცირე დეფექტების შემჩნევის შემთხვევაშიც კი მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც გამოკვლევის შედეგად განაქარვებს თქვენს ეჭვებს ან გაგიწევთ საჭირო რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ დროულად აღმოფხვრად თქვენი შვილების სამეტყველო ნაკლი.
 

 ლოგოპედია მუშაობს!

1. აზროვნების!
2. მეხსიერბის სხვადასხვა ფორმაზე!
3. ყურადღებაზე!
4. წარმოსახვასა და ფანტაზიაზე!
5. მხედველობის აღქმაზე!
6. ხელის ნატიფ მოძრაობაზე!
7. ფიზიოლოგიური და სამეტყველო სუნთქვის მოწესრიგებისათვის!
8. ბგერათ წარმოთქმის დასაზუსტებლად!
9. წერა-კითხვის დაუფლებაზე!
10. დისბრაფიის და დისლექციის პროფილაქტიკაზე!
11. ლექსიკის გამდიდრებაზე!
12. გრამატიკული წყობის ჩამოყალიბებაზე!

უნდა აღინიშნოს რომ ხშირად მშობლებზე არის დამოკიდებული ბავშვის არასწორი მეტყველაბე, როცა ისინი არასწორად მეტყველებენ., ლაპარაკობენ ჩქარა,გაუგებრათ ენის მოკიდებიღთ და ასოების შეცვლით. ცხადია ბავშვის ბაძავს მათ და ეჩვევა არასწორ მეტყველებას

გვინდა მშობლებს რამოდენიმე რჩევა მოგცეთ

რომელ ასაკში იწყებს ბავშვი ლაპარაკს?

მეტყველების ჩამოყალიბების სამ ეტაპს განასხვავებენ :

1.მოსამზადებელი(ღუღუნის)პერიოდი, რომელიც 2-4 თვიდან იწყება.დადებითი ემოციის ფონზე ბავშვი მგერების წარმოთქმას იწყებს,რომელსაც არავითარი სასიგნალო დატვირთვა არ აქვს. 5 თვიდან იზრდება წარმოთქმული ბგერების ნაირფეროვნება. ტემბრიმეტად დიფერენცირებული ხდება.7 თვიდან პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.

2.სენეორული მეტყველების ჩამოყალიბება 7-8 თვიდან იწყება.ბავშვს უკვე ესმის ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა, უკავშირებს მათ ცალკეულ საგნებს, უყალიბდება რეაქციები კითხვაზე: სად არის დედა? სად არის ძაღლი? პარალელურად მისი ღუღუნი იხვეწება, მდიდრდება ინტონაციებით. ბავშვი წარმოთქვამს მარცვლებს და ცდილობს სიტყვების გამეორებას.წლისთვის მან უკვე იცის ათეული სიტყვის მნიშვნელობა. ესმიც მცნება არ შეიძლება.

როდის დაიწყებს პატარა ლაპარაკს?

ბავშვის ლაპარაკი ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ გარემოზე, უფროსებთან კონტაქტსა და გენეტიკურ ფაქტორებზე. ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს ვიდრე ბიჭები.
ბავშვის მეტყველება ადრეულ ასაკშივე უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ შემდეგ სრულფასოვანი, მყარი ფსიქიკის მქონე პიროვნება მივიღოთ.

უნდა აღინიშნოს რომ ხშირად მშობლებზე არის დამოკიდებული ბავშვის არასწორი მეტყველება, როცა ისინი არასწორად მეტყველებენ, ლაპარაკობენ ჩქარა, გაუგებრათ, ენის მოკიდებით და ასოების შეცვლით, ცხადია ბავშვიც ბაძავს მათ და ეჩვევა არასწორ მეტყველებას.

ბავშვების მეტყველების სრულყოფისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ლექსიკის გამდიდრებას,რადგან ლექსიკა ენის კომპონენტთა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
მიუღებელია ბავშვებთან ენამოჩლექით საუბარი, პატარებს გამართულად უნდა ესაუბროთ, რითაც სწორ მეტყველებას შეაჩვევთ

ბავშვთა სამეტყველო ლექსიკის გაფართოებისთვის საჭიროა:

1.სათამაშოებითა და თვალსაჩინო მასალების მიზანმიმართული გამოყენებით გამდიდრება მათი სამეტყველო ლექსიკის
2.გამდიდრდეს და გაფართოვდეს მათი სამეტყველო და წარმოდგენითი ცნებები
3.გამოუმუშავდეს ბავშვებს კითხვების დასმის და მათზე პასუხის გაცემის ჩვევა
4.გამოუმუშავდეს კითხვა-პასუხიდან სიუჟეტიანი სურათების აღწერა და შემდეგ შინაარსის გადმოცემა
5. შეეძლოს წაკითხული სიუჟეტების ინსცენირება